20 სექტემბერი, 2016
როგორ მოიშოროთ ასაკობრივი პიგმენტური ლაქები სამუდამოდ - ხალხური რეცეპტი
მზის სხივების გავლენას, ჰორმონალურ და ასაკობრივ ცვლილებს სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენა შეუძლია. პიგმენტები ჩნდება ასევე ვიტამინების ნაკლებობის, გენეტიკური მიდრეკილებისა და ღვიძლის პრობლემების გამო.

როგორც წესი ასაკობრივი პიგმენტური ლაქები ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.
გთავაზობთ კანის გათეთრების ცნობილ რეცეპტს, რომლის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივია.

ინგრედიენტები:
1 ც წითელი ხახვი
1/2 ჭიქა ვაშლის ძმარი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

1. დაჭერით ხახვი წვრილად.

2. დაჭრილი ხახვი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით ვაშლის ძმარი. დააბლენდერეთ.

3. მიღებული
მასა გაწურეთ. მომზადებულ სითხეში დაასველეთ ბამბა და წაისვით პიგმენტურ ლაქებზე. პროცედურა ყოველდღიურად გაიმეორეთ. 2-4 კვირაში კანი ერთგვაროვან ფერს მიიღებს.

ნებისმიერი კოსმეტიკური წმენდის დაწყებამდე, კონსულტაცია დერმატოლოგთან გაიარეთ, რათა თავიდან აიცილოთ მელანომა.

და მაინც, გახსოვდეთ, რომ პიგმენტურ ლაქებს უმჯობესია მათ წარმოშობამდე ებრძოლოთ, ვიდრე მათი გაჩენის შემდეგ.

თქვენი ყოველდღიური სახის კრემი მზისგან დამცავ ნივთიერებებს მინიმალური დოზით მაინც უნდა შეიცავდეს. ხოლო, როცა ზღვაზე წასვლას დააპირებთ, ნუ დაგავიწყდებათ სპეციალური დამცავი საშუალებები.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კუკუ
გასსროლა"რეცეფტი" და ახლა მიდი ტვინიიმტვრიე გიშველის არა იხვის ტოლმა.სიბერეს არაფერიშველის სიკვდილის გარდა!
17:34 / 14-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რამდენად რეალურია ?
20:42 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რამდენი წუთი უნდა გავიჩერო?
13:58 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS