19 სექტემბერი, 2016
კრემი ქუთუთოებისთვის - მოიშორეთ ნაოჭები თვალების ირგვლივ
თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭების ქსელი და ეგრეთ წოდებული ბატის ფეხები ბევრ ქალს უფუჭებს გუნებას. ნაოჭებთან საბძროლველად ქალები არაფერს იშურებენ, თუმცა ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ საშუალებებს გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ძვირად ღირებულ კოსმეტიკას.

კრემი თვალების ირგვლივ ნაოჭებისთვის

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი.
2 კაფსულა ვიტამინი Е.
2 საკმევლის ეთერზეთი.

მომზადების წესი:

Rating

ქოქოსის ზეთი მოათავსეთ მომცრო ჯამში, დაუმატეთ ვიტამინი Е და 2 წვეთი საკმევლის ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

წაისვით კრემი თვალების ირგვლივ დაძინებამდე ორი საათით ადრე. ზედმეტი მასა ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ.
ეს ნაზავი მაკიაჟის მოსაცილებლადაც გამოგადგებათ.

გაითვალისწინეთ: თუ ალერგიული კანი გაქვთ, წინასწარ ჩაიტარეთ ტესტირება.

სოფიო ბულაური 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS