18 სექტემბერი, 2016
ნამდვილი პანაცეა - კაკლის უღელს ორგანიზმის განკურნება შეუძლია
კაკლის სარგებელზე ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან გვსმენია ბევრი რამ. თუმცა იშვიათად ეცოდინება ვინმეს, რომ კაკლის გულის გარდა, მისი სხვა ნაწილებიც ძალიან სასარგებლოა. ხალხურ მედიცინაში ძალიან ხშირად გამოიყენება, კაკლის უღლის ნაყენი.

ნაყენი დაგეხმარებათ რადიკულიტის, სახსრების ტკივილის, თავის ტკივილის, ნევროზისა და უძილობის დროს. ნაყენს ანტისეპტიკური დანიშნულებაც აქვს, ამიტომ გამოიყენება ჭრილობების და მცირე ნაკაწრების დროსაც.

გთავაზობთ ნაყენის მომზადების საიდუმლო წესს

კაკლის უღლის ნაყენი:

2 ს.კ. კაკლის უღელი

არაყი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი)

მომზადების წესი:

1. კაკლის უღელი მოათავსეთ დაბურულშუშიან
ქილაში

2. შემდეგ დაასხით ცოტაოდენი არაყი, ისე, რომ კაკლის უღლი მთლიანად დაიფაროს

3. ქილას მჭიდროდ მოარგეთ საცობი და ბნელ ადგილას შეინახეთ. ნაყენი 14 დღეს გააჩერეთ

4. 2 კვირის შემდეგ ნაყენი უნდა გაწუროთ.

წამალი უნდა მიიღოთ - 5-6 წვეთი, 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში გახსნილი. კაკლის უღლით მკურნალობის კურსი - 3 კვირიდან 3 თვემდე გრძელდება.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მაკა
მითხსეს,რომ 1კგ კაკლის უღელი მოვხარშოთ 2ლ.წყალში და მივიღოთ მთელი დGის განმავლობაში ჭიქიტ.სწორია თუ არა?მაინტერესება მისი მომზადების წესები.ქიმიოთერაპიის დროს რა დოზიტ უნდა მივიღოტ და როგორ უნდა მომზადდეს.გთხოვტ მომწერეტ.
12:28 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
ქიმიოთერაპიის დროს როგორ უნდა მივიღო კაკლის უღელი.გთხოვთ მომწერეთ მისი მომზადების წესი.
12:22 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თეკლა.
წვეთობით კი არა.ჩვენ ოჯახში ხშირად არაყში ვათავსებთ კაკლის უღელს,უშვებს ფერს,არომატს,მერე ცოტა შოკოლადს ვამატებთ და მშვენიერი სასმელია.
13:14 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ რეცეპტით მკურნალობისას რა სახის დიეტა უნდა და დაიცვას ადამაინმა?
23:59 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
შეუძლია ბევრი რამის განკურნება რიგ შემთხვევებში როდესაც პაციენტი იცავს დიეტას და ზედმიწევნით ასრულებს მიღების პირობებს, პანაცეა ეს უკვე გადაჭარბებული სიტყვაა, პანაცეა მაშინ იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში რომ მოერჩინა ადამიანი, ვისწავლოთ წინადადების სწორედ ფორმულირება
22:45 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS