18 სექტემბერი, 2016
ნამდვილი პანაცეა - კაკლის უღელს ორგანიზმის განკურნება შეუძლია
კაკლის სარგებელზე ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან გვსმენია ბევრი რამ. თუმცა იშვიათად ეცოდინება ვინმეს, რომ კაკლის გულის გარდა, მისი სხვა ნაწილებიც ძალიან სასარგებლოა. ხალხურ მედიცინაში ძალიან ხშირად გამოიყენება, კაკლის უღლის ნაყენი.

ნაყენი დაგეხმარებათ რადიკულიტის, სახსრების ტკივილის, თავის ტკივილის, ნევროზისა და უძილობის დროს. ნაყენს ანტისეპტიკური დანიშნულებაც აქვს, ამიტომ გამოიყენება ჭრილობების და მცირე ნაკაწრების დროსაც.

გთავაზობთ ნაყენის მომზადების საიდუმლო წესს

კაკლის უღლის ნაყენი:

2 ს.კ. კაკლის უღელი

არაყი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი)

მომზადების წესი:

1. კაკლის უღელი მოათავსეთ დაბურულშუშიან
ქილაში

2. შემდეგ დაასხით ცოტაოდენი არაყი, ისე, რომ კაკლის უღლი მთლიანად დაიფაროს

3. ქილას მჭიდროდ მოარგეთ საცობი და ბნელ ადგილას შეინახეთ. ნაყენი 14 დღეს გააჩერეთ

4. 2 კვირის შემდეგ ნაყენი უნდა გაწუროთ.

წამალი უნდა მიიღოთ - 5-6 წვეთი, 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში გახსნილი. კაკლის უღლით მკურნალობის კურსი - 3 კვირიდან 3 თვემდე გრძელდება.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნინო
ორგანიზმი დაავადება თუ იყო არ ვიცოდი )))))
01:11 / 04-04-2019
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
კი ონკოლოგიური ავადმკოფები კიმიო ტერაპიის დროს ლეიკოციდების ასატევად სვავენ და დალიან ეფეკტურია
13:31 / 19-10-2017
გამოხმაურება / 0 /
;ია
მე მასწავლეს ძლიერი ფაღარათის წამალია- 10 ცალი უღელი. უნდა ადუღოთ 300 გრ წყალში ვიდრე გამახევრდება, გააცივოთ და დალიოთ-ესაა დღის ნორმა, 3-4 დალევაზე. მე ერთბაშად დავლიე - აშლილობა მაწწუხებდა და ვიფიქრე, მალე მიშველიდა- მერე ვინანე, დოზა უნდა დამეცვა - აშლილობამ ნამდვილად გამიარა, მაგრამ ორი დღე საერთოდ ვეღარ გავედი და ინგლისური მარილი დამჭირდა.
01:04 / 17-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
მეც მაქვს ეგ ნაყენი, მასე ცოტას არ მივირთმევ ალბათ ესეე 0.3-0.5 მლტ ერთ მიღებაზე.
23:41 / 07-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მე კაკლის უღელი და არყის ნაყენი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მოსაგვაებლად მასწავლეს ...
14:50 / 06-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
კიი ნამდვილად კარგი ნაყენია,ასუფტავებს სისხლს
18:11 / 29-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანო
და კიდევ ლეიკოციტების ასამაღლებლად არის საუკეთესო
15:54 / 13-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მანანა
დგეში რამდეჯერ უნდა მივიღოთ წვეთები?
22:00 / 18-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
როგორც ჩაი ისე ვსვამდი. ერთი მწიკვი უღელი ნახევარ ლიტრ წყალში აადუღე და უცებ გადადგით. მთელი დღის განმავლობაში გაანაწილეთ და დალიეთ.
22:51 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ქიმიო თერაპიის დროს,ერტი ჩიქა კაკლის უგელი ერტ ლიტრ წყალსჰი უნდა წამოადუგოტ 10- წუთი და მიიგოთ მთელი დგის განმავლობასჰი.
22:47 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS