საბოლოოდ სხეული 67 სახეობის ბაქტერიის სახლი ხდება. ის ადმაიანებიც კი, ვინც შხაპს დღეში ორჯერ ან სამჯერ იღებენ, სხეულის ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი გაუსუფთავებელი რჩებათ.
დღეს ჩვენ ჭიპზე ვისაუბრებთ. მეცნიერების აზრით, სწორედ ჭიპია სხეულის ყველაზე ჭუჭყიანი ნაწილი. უმრავლესად ჭიპს მცირე ღრუს ფორმა აქვს, რის გამოც მასში გროვდება კანის მკვდარი უჯრედები, ქსოვილის ნაწილაკები და საპნის ნარჩენები.
ეს მიკრობების წარმოქმნისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ინფექციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რეგულარულად მოუაროთ ჭიპს.
დუშის მიღებამდე, ყოველჯერზე ჭიპი უნდა გაიწმინდოთ სპირტიანი ბამბით.
დუშის მიღების პროცესში კი ტანის ლოსიონით ჭიპი კიდევ ერთხელ უნდა გამოიწმინდოთ. პროცედურის ბოლოს ლოსიონის ნარჩენები კარგად ჩამოირეცხეთ და ეს ნაწილი ბამბის პირსახოცით გაიმშრალეთ.
ლეა ხიმშიშვილი
