საღამოობოთ თვალების დახუჭვით სხეულს საშუალებას ვაძლევთ სტრესული დღის ბოლოს, ძალები აღიდგინოს.
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელ დაავადებებს იწვევს უძილობა:
1. ალცგეიმერის დაავადება
კვლევაში მონაწილე 70 ზრდასრულ, 53-დან 91 წლამდე პირს შორის, აღმოჩნდა, რომ ვინც უძლობას უჩიოდა, ტომოგრაფიამ მათ თავის ტვინში მეტი რაოდენობის ბეტა-ამილოიდი დააფიქსირა. ეს კი სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც ალცგეიმერის მიზეზი ხდება.
2. გაცხიმოვნება და დიაბეტი
დიაბეტსა და უძილობას შორის კავშირი , უკვე დიდიხნის ცნობილი
3. გულ-სისხლძარღვთა დაავადება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს დიდიხანია უძილობას უკავშირებენ. 657 ადამიანზე 14 წლიანი დაკვირვებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის 2/3 გულის შეტევა გადატანილი პირი, ძილის დარღვევით იტანჯებოდა.
4. თვითმკვლელობა
ეს შოკისმომგვრელი ფაქტი, 2014 წლის კვლევებით დამტკიცდა. ზრდასრულებს შორის უძილობის დარღვევა ხშირად თვითმკვლელობამდე მისვლას იწვევს, დაკავშირებულია დეპრესიასთან.
ადამიანები, რომლებიც ძილის ნაკლებობას განიცდიან, თვითმკვლელობის ჩადენის რისკი 1,4-ჯერ იზრდება.
5. წყლულოვანი კოლიტი
წყლულოვანი კოლიტი - ნაწლავის ანთებითი დაავადებაა. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ძილის უკმარისობით.
მასაჩუსეტსის შტატის კლინიკაში ჩატარებული კვლევით, ნორმალური ძილი, მომნელებელი სისტემის ანთებით პროცესებთან ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
6. პროსტატას კიბო
ვისაც უძილობა სტანჯავს, პროსტატას კიბოს 60%-ით მეტი რისკის წინაშე დგანან. მეტიც, ადამიანებს, რომლებსაც ძილი ჰქონდათ დარღვეული ხშირად აფიქსირებდნენ პროსტატას კიბოს ბოლო სტატდიას.
ლეა ხიმშიაშვილი