15 სექტემბერი, 2016
გაიწმინდეთ კუჭ-ნაწლავი - ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია
ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილადაა დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობაზე. უხარისხო საკვები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ბევრ პრობლემას უქმნის კუჭ-ნაწლავს, ამიტომ დროდადრო მისი გაწმენდა აუცილებელია.

გთავაზობთ ორ ვარიანტს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ და ვიტამინებითაც მოგამარაგებთ:

350 მილილიტრ წყალს დაუმატეთ 3 ბანანი, ერთი მოზრდილი კონა ისპანახი, ნახევარი ლიმონის წვენი, ბლენდერის მეშვეობით ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.

ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ ორი ღერი ნიახური, ერთი ჭიქა ისპანახი, ერთი ჭიქა წყალი, ნახევარი ლიმონის წვენი, ერთი ბანანი. მიიღებთ პოლივიტამინების საუკეთესო კოქტეილს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS