15 სექტემბერი, 2016
ის, რაც მამაკაცებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ - არასტანდარტული სიმპტომები, რომლებსაც არავინ უკავშირებს პროსტატის კიბოს
წინამდებარე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს დაავადებაა მამაკაცებში.

პროსტატის კიბოს ნიშნები ძალიან მარტივია, ამიტომაც მათ მამაკაცები ყურადღებას არც აქცევენ. არადა, ორგანიზმი სწორედ მაშინ იძლევა საგანგაშო სიგნალს, როცა მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო ძალიან ნელა ვითარდება. თვეები, ზოგჯერ კი წლები სჭირდება, ვიდრე თავს იჩენს და მისი დიაგნოსტირება შესაძლებელი იქნება, ოღონდ ამ დროისთვის მკურნალობა ან დაგვიანებულია, ან ძალიან რთულია.

ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბო ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. ამიტომაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რაზე მიანიშნებს ორგანიზმში
თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება.

პროსტატის კიბოს ადრეული ნიშნები, რომლებსაც მამაკაცები ყურადღებას არ აქცევენ:

გაძნელებული შარდვა (უფრო სერიოზულ შემთხვევაში სისხლი შარდში).

ტკივილი შარდის ბუშტის დაცლისას.

ნაწლავების ან შარდის ბუშტის გაკონტროლების უნარის დაკარგვა.

სექსუალური პრობლემები/დისფუნქცია.

მიუხედავად ამისა, არსებობს არასტანდარტული სიმპტომები, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ მათ თითქმის არავინ უკავშირებს პროსტატის კიბოს:

ტკივილი ზურგის, ხერხემლის, თეძოებისა და მკერდის არეში.

წონის დაკარგვა.

დაღლილობა ან სისუსტე.

ფეხების დაბუჟება.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS