15 სექტემბერი, 2016
მეცნიერებმა ქალის უძილობის მიზეზი დაადგინეს
მეცნიერებმა ქალის უძილობის კიდევ ერთი მიზეზი აღმოაჩინეს. ის, რომ ქალების უმრავლესობას ღამით ხშირად არ სძინავს, მიზეზი შესაძლოა ცირკადული რითმები იყოს.

როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ქალის "შინაგანი საათები" მამაკაცისას რამდენიმე საათით უსწრებს.

მამაკაცი ადვილად იძინებს, რამდენადაც ოჯახში ძირითადად ის წყვეტს როდის გადაბრუნდეს გვერდით. ქალს კი საკუთარ ცირკადულ რითმებთან უწევს ჭიდილი, რასაც საბოლოოდ მიჰყავს იქამდე, რომ დილით დაღლილი იღვიძებს.

კანადელმა მკვლევარებმა 25 ქალსა და მამაკაცზე დაკვირვება ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების 50%-ს დაძინება უჭირს. საბოლოო ჯამში
დაასკვნეს, რომ ქალის ცირკადული რითმები მამაკაცისას 1,7-2,3 სთ-ით უსწრებს.

მეცნიერების აზრით, დაკვირვება ქალსა და მამაკას შორის განსხვავებებზე, მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რატომაა ქალი ძილის დარღვევისკენ უფრო მიდრეკილი, ვიდრე მამაკაცი.

"შედეგები გვეხმარება გავიგოთ, რატომ იღვიძებს ქალი დილით მამაკაცზე ადრე, თანაც დაღლილი. ან რატომ ეფანტებათ ქალებს ყურადღება ღამით, მამაკაცებზე მეტად" - ამბობენ მკვლევრები.

მიღებული შედეგებით ჩნდება ეჭვი, რომ ქალის ბიოლოგიური ძალები ნაკლებად შეეფერება ღამით მუშაობას.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS