14 სექტემბერი, 2016
შოკისმომგვრელი სიმართლე! დიეტოლოგებმა 5 პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც გაბერებთ
ყველასთვის ცნობილია, რომ საკვები, რომელსაც მივირთმევთ აისახება ჩვენს გარეგნობასა და მგრძნობელობაზე. ჩვენს დროში უამრავი პროდუქტი კონსერვანტებმა ჩაანაცვლეს, რაც ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.

რაციონიდან გამორიცხეთ ეს 5 ყველაზე საზიანო პროდუქტი, გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა და დაიბრუნეთ ახალგაზრდობა.
პროდუქტები, რომლებიც სიბერის პროცესს აჩქარებს:

1. ტრანს ცხიმები

ტრანს ცხიმებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს კარტოფილი ფრი, ბატი-ბუტი, ფუნთუშეული, ჩიფსი, ორცხობილა, მარგარინი და ტორტი. ჩამოთვლილი პროდუქტების გადამეტებული რაოდენობა იწვევს ჭარბწონიანობასა და გულის პრობლემებს. ვინც მათ ეტანება, თანატოლებთან შედარებით გაცილებით ასაკოვანი ჩანს.

2.
გლუკოზა-ფრუქტოზული სიროფი

ეს შაქრის იაფფასიანი შემცვლელია, შეიცავს მაღაზიაში შეძენილი ტკბილეული, გაზიანი სასმელები და კონსერვები. აუმჯობესებს საკვების გემოსა და ახანგრძლივებს ვადას. ჭარბი რაოდენობით მიღება გამოიწვევს ღვიძლისა და გულის უკმარისობას, ასევე კარიესს, გმატებთ ასაკს.

3. სუფთა მარილი

მარილი ორგანიზმში წყალს აჩერებს და ჰიპერტონიისა და სწრაფად დაბერების პირველი მიზეზი ხდება. მარილი ჩაანაცვლეთ მწვანილით, ლიმონის წვენით ან სხვა დანამატებით.

4. გადამუშავებული ხორცი

ძეხვი, ლორი და ა.შ. - შეიცავს კონსერვანტებს, რომლებიც კანის პრობლემებს და ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს. ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცილებს.

კოლაგენების უკმარისობა კი კანს აბერებს, უკარგავს სიგლუვესა და ჯანსაღ შეფერილობასა.

5. ალკოჰოლი

ღვიძლი ალკოჰოლის გადამუშავებას ყოველთვის ვერ ახერხებს. მას სჭირდება აღდგენა და ის რაც ვერ გადამუშავდა, აისახება სახის კანზე, აკნეს, როზაცეას, დერმატიტისა და ნაოჭების სახით.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS