14 სექტემბერი, 2016
თეთრი თუთა - ის, რაც აქამდე არ იცოდით. მისი სამკურნალო თვისებები გაგაოცებთ
ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თუთის ნაყოფს სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი, დიაბეტი, მაღალი წნევა, სიმსივნე.

თუთას სხვა უპირატესობებიც აქვს. ის მკურნალობს ნაადრევ დაბერებას, თმის ცვენას, თავბრუსხვევას.

თეთრი თუთა მდიდარია ორგანული მჟავებითა და ვიტამინებით, საკვები ბოჭკოებით, ბეტაკაროტინით, პექტინით, ინვერტირებული შაქრით.

თეთრ თუთას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ის, ასევე, სასარგებლოა ციებ-ცხელების, ანთების, თავის ტკივილის, ხველების, ანგინისა და ფაღარათის დროს.

თუ რეგულარულად მიირთმევთ თეთრ თუთას, ამით ძალიან დაეხმარებით გულს, ასევე ხელს
შეუწყობთ ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ თეთრი თუთა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აქტიურად ებრძვის კიბოსა და გულის დაავადებებს.

თეთრ თუთას შეუძლია დაბლა დასწიოს შაქრის დონე. სწორედ ეს თვისება იწვევს თანამედროვე სპეციალისტების განსაკუთრებულ ინტერესს.

ამასთან, თეთრი თუთა მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსუქნის, დიაბეტისა და ანთებითი პროცესების განვითარების რისკს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეზოში გვედგა თეთრი თუთა. უზარმაზარი ხე და მთელი სეზონი ყოველ დილით კრეფდა მამაჩემი. მამასაც და დედასაც ძალიან უყვარდათ. მამაც და დედაც სიმსივნით გარდაიცვალნენ.
23:41 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS