13 სექტემბერი, 2016
გულის შეტევამდე ერთი თვით ადრე ორგანიზმი საგანგაშო სიგნალს იძლევა - როგორ ამოვიცნოთ საფრთხე
ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო გახშირდა გულის შეტევის შედეგად გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები. თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და არაჯანსაღი კვების გათვალისწინებთ, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს არც არის გასაკვირი.

თუმცა შეიძლება ფატალური შედეგი თავიდან ავიცილოთ, თუ უარს იტყვით მავნე ჩვევებზე და ისწავლით საკუთარი ორგანიზმის მოსმენას.

გაითვალისწინეთ, როგორც კი საგანგაშო სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გაძნელებული სუნთქვა

თუ ფილტვები ვერ მიიღებენ სათანადო რაოდენობის ჟანგბადს, გული ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის სისხლს. ეს ორი ურთიერთდამოკიდებული სისტემაა. თუ სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით
პრობლემები შეგექმნათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება გულის სეტევის მიმეზიც გახდეს.

გაციება და გრიპი

ზოგიერთ ადამიანს გულის შეტევის წინ სწორედ გაციებისა და გრიპის სიმპტომები აქვს. ამიტომ ამ სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

სიმძიმის შეგრძნება მკერდის არეში

ბევრი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამ სიმპტომს. მიაჩნია, რომ ამასო განსაკუთრებული არაფერია.
სიმძიმე მკერდის არეში ერთ-ერთი ყველაზე აშკარა სიმპტომია იმისა, რომ შეიძლება უახლოეს ხანში გულის შეტევა განვითარდეს.

სისუსტე

გულის შეტევის შესაძლებლობაზე მეტყველებს საერთო სისიუსტის განცდა. როდესაც არტერიები ვიწროვდება, ირღვევა სისიხლის ცირკულირების ნორმალური პროცესი, რაც ნიშნავს, რომ კუნთებს არ მიეწოდება საჭირო რაოდენობით სისხლი, ამან კი შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს.

ცივი ოფლი და თავბრუსხვევა

სისხლის ცუდი მიმოქცევა აფერხებს ტვინისთვის საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდებას - ამას ტვინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არასაკმარისი რაოდენობის სისხლის ნაკადი უარყოფითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.

ქრონიკული დაღლილობა

თუ თქვენ დასვენებისა და ძილის შემდეგ მაინც გრძნობთ დაღლილობას და ძილიც გერევათ და ეს სისტემატურ ხასიათს იღებს, ეს ნიშნავს, რომ გული საჭირო რაოდენობის სისხლს ვერ იღებს.

გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მუდმივად აკონტროლოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოგა
ყველას აქვს დაღლილობის გრძნობა ყველას აქვს სისუსტე ამ გაბინძურებული ჰაერის გამო და ცივი ოფლი პახმელიის შემდეგ გაციებულან და გრიპივ ქონიათ და სუნთქვის პრობლემაც მაგრამ არავინ არ გარდაცვლილა
14:20 / 06-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS