გვესაუბრება ფიტნეს ინსტრუქტორი, ანტონ ლაშქარაშვილი:
კარგად თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ შიმშილის შეგრძნება ზუსტად საღამოს საათებში გვაწვება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საღამოს საათებში, კერძოდ კი დაძინებამდე 2,5-3 საათით ადრე არ მიირთმევთ საკვებს, დილით გაღვიძების შემდგომ, რამდენიმე საათი შიმშილის გრძნობა არც კი გექნებათ.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ რატომ ხდება ასე?
ზემოხსენებული გარემოება გამომდინარეობს იქიდან, რომ მოქმედებაში ჩართულია ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონი,
ძილის პერიოდში ადამიანი სუნთქავს და შესაბამისად, ორგანიზმი ფუნქციონირებას არ წყვეტს, აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმოვანი მასის წვის ხარჯზე.
დილით შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმიტომ რომ ზრდის ჰორმონი არ წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო საღამოს შიმშილის შეგრძნება მატულობს იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ჰორმონი წყვეტს მუშაობას.
ჩემი მთავარი რჩევაა: ნებისმიერი მოქმედება, რაც უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს, კვებას, სითხის მიღებას და სხვა სახის ქმედებებს მოხდეს აუჩქარებლად და ორგანიზმის და ტვინის მოთხოვნებზე დაყრდნობით. მიენდეთ იმას, რასაც გკარნახობთ ტვინი.
ჩვენი სხეული არის მანქანა რომელსაც მართავს ჩვენი ტვინი!
მოგშივდა? უნდა ჭამო!
მოგწყურდა? უნდა დალიო!
გეძინება? უნდა დაიძინო!
ვერ ისვენებ? უბრალოდ გაისეირნე! იმოძრავე!
უამრავი ადამიანისგან მესმის, რომ ისინი არ მიირთმევენ საკვებს 6 საათის მერე. - არა, არა და არა! უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რისი მირთმევა შეგვიძლია. იხილეთ სრულად