12 სექტემბერი, 2016
ბამის წყალი - შველის შაქრიან დიაბეტს, ქოლესტერინსა და თირკმლის დაავადებებს
ბამი ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. ის საქართველოშიც მოჰყავთ და მის მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი სამკურნალო თვისებები გახდა ცნობილი.

ბამი მდიდარია საკვები ნივთიერებებით. მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სახვადასხვა სახით - შემწვარი, მოხარშული, მარინადი.

ბამის სამკურნალო თვისებები ხელს უწყობს:

სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის მოწესრიგებას.

ასთმის სიმპტომების შემსუბუქებას.

თირკმლის დაავადებების მკურნალობას.

შემოგთავაზებთ ბამის წყლის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ბუნებრივი გზით მოიწესრიგოთ შაქრის დონე სისხლში.

ინგრედიენტები:

4 ცალი უმი ბამი.

1 ფინჯანი
წყალი.

მომზადების წესი:

ბამის ნაყოფს მოაცალეთ თავი და ყუნწი და ჩააწყვეთ წყალში. დატოვეთ მთელი ღამით.

გამოყენების წესი:

დალიეთ ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა
სად შეიძლება ბამიას შეძენა საქართველოში არის
18:16 / 17-02-2021
გამოხმაურება / 0 /
sofio
bamia saqartveloshi ari?
10:09 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS