09 სექტემბერი, 2016
ანთების საწინააღმდეგო სასმელი, რომელიც ზედმეტ წონასაც მოგაშორებთ
ამ სასმლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ლიმონია, რომელიც მდიდარია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, იმუნომასტიმულირებელი თვისებებით, ასევე, წარმატებით ებრძვის ზედმეტ წონას.

შემოთავაზებული რეცეპტი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წონაში დაკლების, ისე იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ცივი გაფილტრული წყალი.

2 სადილის კოვზი მწარე თაფლი.

10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი.

2 ცალი ლიმონი.

ერთი მუჭა ყინული.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი, ყინულის გარდა, ბლენდერის მეშვეობით ერთგვაროვან მასად აქციეთ. შემდეგ
დაუმატეთ ყინული და კვლავ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაასხით ჭიქაში, ჩაყარეთ ყინულის კუბიკები და დალიეთ.

მიირთვით ყოველდღე თითო ჭიქა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS