08 სექტემბერი, 2016
ბროწეული დაგიცავთ მკერდისა და პროსტატის კიბოსა და სმენის დაქვეითებისგან
ცნობილია, რომ ბროწეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ისეთი შენაერთებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გულსა და სისხლძარღვებზე.

ბროწეული 90%-ით აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და აწესრიგებს წნევას.

მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს არტერიის კედლების ქსოვილში უჯრედების აღდგენას.

გარდა ამისა, ბროწეულს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. მათ შორის:

შველის კუჭის აშლილობას

ბროწეულის კანი და ფოთლები უებარი წამალია კუჭის აშლილობისა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბროწეულის ფოთლების ჩაი მოგიგვარებთ.

ბროწეულის წვენს ისეთი პრობლემების მოგვარებაც შეუძლია, როგორებიცაა დიზენტერია და
ქოლერა.

აფერხებს კიბოს განვითარებას

ანტიოქსიდანტების მდიდარი შემცველობის წყალობით, ბროწეული აწესრიგებს თავისუფალი რადიკალების კომბინირების პროცესს ორგანიზმის შიგნით. ამიტომაც ბროწეულს შეუძლია დაიცვას ორგანიზმი სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარებისგან.

ბროწეული კარგი საშუალებაა ზოგადად კიბოს დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

შველის სისხლნაკლებობას

ბროწეულის ნებისმიერი სახით აჯანსაღებს სისხლს. ბროწეული სისხლს რკინით ამარაგებს, რიტაც შეუძლია მთლიანად აღმოფხვრას ანემიის სიმპტომები, მათ შორის , სისუსტე, თავბრუსხვევა და სმენის დაქვეითება.

ეხმარება დიაბეტიანებს

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა სვან ბროწეულის წვენი. ის მათ გულის დაავადებებთან გამკლავებაში დაეხმარება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS