07 სექტემბერი, 2016
ქოქოსის ზეთი - დაიცავით კანი თავისუფალი რადიკალებისგან და მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავი
ქოქოსის ზეთს სულ უფრო აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მას, გარდა იმისა, რომ საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა და კვებავს კანს, აქვს ანტიბაქტერიული თვისება. ამიტომაც ქოქოსის ზეთს ხშირად იყენებენ გამონაყარის სამკურნალოდ.

ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ქოქოსის ზეთი კანს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.

ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის როგორც სერიოზული, ისე მსუბუქი და ქრონიკული პრობლემების მოსაგვარებლად.

ქოქოსის ზეთი შველის კანდიდოზის დროსაც. გარდა იმისა, რომ ქოქოსის ზეთი თავისთავად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მასში შემავალი ციხმმჟავები ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების უკეთ შეთვისებას.

გაითვალისწინეთ,
რომ უნდა შეიძინოთ ორგანული, ცივი გამოხდის, არარაფინირებული ქოქოსის ზეთი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS