კვერცხის კოქტეილი
ორი კვერცხის გული და სამი სადილის კოვზი შაქარი კარგად ათქვიფეთ ერთმანეთში და მიღებული მასა ჩაასხით ერთ ჭიქა ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენში. კარგად აურიეთ და დაამატეთ ნახევარი ჭიქა ნაღები.
კომბოსტოს მწნილის წვენი ტომატის წვენთან ერთად
ყველამ იცის, რომ მწნილის
ციტრუსის წვენი
გამოწურეთ ნებისმიერი ციტრუსის წვენი და დაამატეთ ცოტაოდენი წყალი ან ნეიტრალური წვენი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ერთი-ორი კვერცხის გულიც დაამატოთ.
კეფირი და მწვანილი
ნაკლებცხიმიან კეფირს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი - კამა, ოხრახუში ან ქინძი. ასევე, მარილი გემოვნების მიხედვით და დალიეთ. თუ სასმელი სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ წყლით გააზავოთ.
სამკურნალო სასმელების გარდა, ნაბახუსევზე ბევრი წყალიც უნდა დალიოთ.
სოფიო ბულაური