06 სექტემბერი, 2016
მუსკატის კაკალი დაგიცავთ მუწუკებისგან - მოიშორეთ გამონაყარის კვალი
ლამაზი კანი ყველა ქალის ოცნებაა. გთავაზობთ მარტივ ხალხურ რეცეპტს, მასში შემავალი ინგრედიენტები დაგიცავთ ინფექციებისგან, ანთებითი პროცესებისა და ბაქტერიებისგან. მათი დახმარებით ადვილად მოიშორებთ მუწუკებს, გამონაყარის კვალს და წვრილ ნაოჭებს.

ინგრედიენტები:

თაფლი - 1 ჩაის კოვზი.
ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი.
დარიჩინი - ½ ჩაის კოვზი.
მუსკატის კაკალი - ½ ჩაის კოვზი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეგიძლიათ ლიმონის წვენი წყლით გააზავოთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, მოერიდეთ პირისა და თვალების
არეს.

ნიღაბი გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS