06 სექტემბერი, 2016
დიაბეტი - ნიახური შაქრის დონეს მოგიწესრიგებთ
დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, სულ უფრო იზრდება. ეს ძირითადად არასწორი კვებისა და დაჩქარებული ცხოვრების ტემპის ბრალია.

დიაბეტით დაავადებულთათვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში ნორმალური შაქრის დონის შენარჩუნება, რადგან ამაზეა დამოკიდებული დანარჩენი ორგანოების გამართული მუშაობა.

საბედნიეროდ, ადრეულ სტადიაზე დიაბეტის კონტროლირება შეიძლება. ასე რომ, თუ გულისყურით მოეკიდებით საკუთარ ჯანმრთელობას, შემდგომ გართულებებს მარტივად აიცილებთ თავიდან.

ამაში ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

ნიახურის ძირები - 300 გრამი.

ლიმონი 6 ცალი.

მომზადების წესი:

ნიახურის ძირები გახეხეთ
და მოათავსეთ მომინანქრებულ ჯამში.

ლიმონებიდან გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ გახეხილ ნიახურს.

ჯამს თავზე დააფარეთ, ჩადგით მეორე, უფრო დიდი ზომის წყლიან ჯამში, შემოდგით ცეცხლზე და აადუღეთ. როგორც კი წყალი ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ნელ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ჯამი ცეცხლიდან და გააგრილეთ. გადაასხით მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ.

გამოყენების წესი:

მიიღეთ 1 სადილის კოვზი ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსი 2 თვეა. ამ დროის განმავლობაში შაქრის დონე ნორმაში უნდა ჩადგეს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS