05 სექტემბერი, 2016
ტკბილი კარტოფილი - გაიმჯობესეთ მხედველობა უმოკლეს დროში
ტკბილ კარტოფილს საკმაოდ ფართოდ იყენებენ კულინარიაში. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ტკბილი კარტოფილი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ტკბილი კარტოფილი, უპირველეს ყოვლისა, სასარგებლოა მხედველობისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს А, რომლის ნაკლებობა მხედველობის დაქვეითების უპირველესი მიზეზია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არწმუნებს, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა ზრდის სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული სიკვდილის რისკს.

ტკბილი კარტოფილი ბეტაკაროტინის მდიდარი წყაროა. როგორც ცნობილია, ბეტაკაროტინი ორგანიზმში А ვიტამინად გარდაიქმნება.

ტკბილი კარტოფილი, ასევე, მდიდარია ბოჭკოთი, ამიტომაც ერთი საშუალო ზომის ტკბილი კარტოფილი ორგანიზმს 4 გრამი უჯრედისით უზრუნველყოფს.

სიბრმავის პროფილაქტიკის
გარდა, ტკბილ კარტოფილში შემავალი А ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამაგრებს ძვლებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS