ცელულიტის გავრცელებულ მიზეზებს შორის სპეციალისტები, უპირველეს ყოვლისა, ასახელებენ ცხიმიან, დამუშავებულ და შემწვარ საკვებს, ასევე კოფეინს.
ცელულიტთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება გახლავთ როზმარინის სპირტი.
როზმარინის სპირტს, სხვათა შორის, ბევრი სასიკეთო თვისება აქვს. როზმარინის სპირტი შველის:
ცელულიტს.
გაციებასა და გრიპს.
ყელის ტკივილს.
სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სიმძიმეს ფეხებში, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.
თმის ცვენას.
კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ლუმბაგოს (წელკავს), რევმატიზმს.
მისი
დაგჭირდებათ:
1 ტოტი ნედლი როზმარინი, თუ შესაძლებელია, ყავავილებიანად და ფოთლებიანად.
სამედიცინო სპირტი.
1 მინის კონტეინერი.
ინსტრუქცია:
შეგიძლიათ გამოიყენოთ როზმარინის ხმელი ფოთლები და ყვავილები - ეფექტი იგივე იქნება.
როზმარინი დაჭერით წვრილად, მოათავსეთ მინის კონტეინერში და დაასხით იმდენი სპირტი (96 °), რომ დაიფაროს. დაახურეთ თავზე და 15 დღით დადგით ბნელ ადგილას.
შეგიძლიათ 40 დღითაც გააჩეროთ, მაგრამ თხუთმეტიც საკმარისია.
გამოყენების წესი:
მითითებული ვადის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, გადაასხით მინის კონტეინერში და ბნელ ადგილას შეინახეთ.
მიღებული ნაყენი წაისვათ პრობლემურ უბანზე ძილის წინ, რომ ღამის განმავლობაში მოქმედება შეძლოს.
სოფიო ბულაური