02 სექტემბერი, 2016
უფრთხილდებით ჯანმრთელობას? ამოიღეთ ეს ხორცი რაციონიდან
შეჭამთ თუ არა ხორცს ეს თქვენი პირადი საქმე, მაგრამ თუ ხორცის მოყვარული ბრძანდებით და მის გარეშე არ შეგიძლიათ, კარგი იქნება, თუ ჯანსაღ პროდუქტს შეარჩევთ.

ღორის ხორცზე მავნე ხორცი არ არსებობს, ამიტომაც უმჯობესია მიირთვათ საქონლის, ცხვრის, ფრინველის, ირმის, კურდღლის ხორცი - ისინი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ბევრად უკეთესია.

ასე რომ, თუ საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, ჯობს, ეს წვნიანი და გემრიელი ღორის ხორცი საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან.

საქმე ის გახლავთ, რომ ღორის ხორცი შეიძლება ბევრი დაავადების მიზეზი გახდეს სწორედ მისი მავნე
შემადგენლობის გამო: ცხიმი, ლორწო, ჰისტამინები, სახიფათო ჰორმონები, რომლებიც ნაწლავებში ლპობას განიცდიან.

ეს ხდება ინფექციების, კანის დაავადებების, ართრიტის, ართროზის და ჰორმონალური ფონის ცვლილებების მიზეზი.
აი, კიდევ რამდენიმე არგუმენტი, რატომ უნდა თქვათ უარი ღორის ხორცზე:

ღორის ხორცი შეიცავს ზრდის ჰორმონს, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას. უცხო ჰორმონის ზემოქმედებით ორგანიზმში ვითარდება პათოლოგიური პროცესები: სიმსუქნე, კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნის ზრდა.

ღორის ხორცი შეიცავს ჰისტამინებს, რაც ალერგიული გაღიზიანების მიზეზი ხდება. ასევე, ჰისტამინის მოქმედების შედეგი შეიძლება იყოს აპენდიციტი, ფურუკულოზისა და ქოლეცისტიტის, დერმატიტების, ეკზემის განვითარება.

ღორის სისხლი მდიდარია ონკოგენური აგენტებით, სპეციფიკური ერითროციტებით, რომლებიც კიბოს მარკერების როლში გამოდიან.

ღორის ხორცი ყველაზე ცხიმიანია. ის ხელს უწყობს სიმსუქნეს, მით უმეტეს, თუ მას სტრესულ მდგომარეობაში ჭამთ.
ღორის ხორცი შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის მიზეზიც გახდეს.

ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა ზიანის მიყენება შეუძლია ღორის ხორც ჯანმრთლელობისთვის.
არჩევანი თქვენზეა.

სოფიო ბულაური 

წყარო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თათა
სოფიო მწვადზე გეპატიჟები
21:39 / 03-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნენე
მა მწვადი?
17:19 / 03-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS