საკვების ტოქსინები, რომელსაც მიირთმევთ ორგანიზმის უჯრედებში ილექება და დროთა განმავლობაში ამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ისეთის, როგორებიცაა ყაბზობა, დიარეა, სუსტი იმუნური სისტემა და დაუძლურება.
მსხვილი ნაწლავის დეტოქსიკაცია ამ პრობლემების გადაჭრის გზაა. ასევე დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
შემდეგი ორი კომპონენტი, მსხვილი ნაწლავის დეტოქსიკაციაში დაგეხარებათ:
კეფირი - შეიცავს რძესა და სპეციფიკურ მარცვლეულს. ის ცილების, მინერალების, ამინომჟავებისა და B ჯგუფის
დეტოქსიკაციის ეს მეთოდი ანადგურებს ნაწლავურ ჩხირებს და და წმენდს ნაწლავებს.
გააუმჯობესებს გადამამუშავებელ სისტემას და იმუნურ სისტემას გააძლიერებს.
სელის თესლი - შეიცავს ალფა-ლინოლეინის მჟავას, რომელიც ომეგა-3 ის ერთ-ერთი სახეობაა. ის ცნობილია, როგორც ტოქსინების ეფექტურად გამანადგურებელი.
შესაბამისად, კეფირი და სელის თესლი - ძლიერი მკურნალია, როცა საქმე მსხვილი ნაწლავის წმენდას ეხება. დაიწყეთ მისი გამოყენება მცირე დოზით და რაოდენობა დროთა განმავლობაში გაზარდეთ, რადგან ფერმენტული პროდუქტი ისაა, რასაც თქვენს მონელებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ის კვირაში 2-3-ჯერ შეგიძლიათ მიიღოთ, 15 დღის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში თქვენი იმუნური სისტემა აღდგება.
მომზადებისა და მიღების წესი:
1 სუფრის კოვზ სელის დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1/4 ჭიქა კეფირი. ჭიქა ნარევი, დილით, უზმოზე დალიეთ და კიდევ ერთი ჭიქა ძილის წინ.
გახსოვდეთ, დეტოქსიკაციის დროს, ყოველდღე უნდა დალიოთ 8 და მეტი ჭიქა წყალი.
პროცესი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და შეისვენეთ 2 დღეს.
შესვენების შემდეგ, შეგიძლიაც კვლავ განაგრძოთ წმენდა.
დეტოქსიკაციას შეგიძლიათ მიმართოთ ყოველთვის, როცა გრძნობთ, რომ თქვენი ორგანიზმი ამას მოითხოვს.
ლეა ხიმშიაშვილი