01 სექტემბერი, 2016
მოიშორეთ მუქი ლაქები ყელის არიდან - ბუნებრივი ინგრედიენტები დაგიბრუნებთ ლამაზ კანს
ყელის არესა და იღლიებში მუქი ლაქების გაჩენას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, პარსვა დეპილაცია, მზეზე დიდხანს ყოფნა, დეზოდორანტების გამოყენება.

ლაქები ყველაზე ხშირად ყელის არეში, იღლიებსა და თეძოების შიდა მხარეს ჩნდება.

ლაქების მიზეზი სხვადასხვა დაავადებაც შეიძლება იყოს.

ხალხური მედიცინა ამ პრობლემის ბუნებრივი და უსაფრთხო მოგვარებას გთავაზობთ. ამ რეცეპტის გამოყენებით ადვილად მოიშორებთ მუქ ლაქებს.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

1 სადილის კოვზი მარილი.

1 სადილის კოვზი საკვები სოდა.

მომზადების წესი:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ვიდრე პასტის
კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა წაისვით საჭირო უბნებზე. გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ.

ასევე, შეგიძლიათ ერთმანეთში აურიოთ თეთრი თიხა, ლიმონი და რძე.

აურიეთ ყეველა ინგრედიენტი, მიღებული მასა წაისვით ლაქებზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

რჩევები:

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

ისარგებლეთ მზისგან დამცავი კრემით.

დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და მიიღეთ ვიტამინი Е - შეეცადეთ ბუნებრივი წყაროებიდან მიიღოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS