01 სექტემბერი, 2016
ალკოჰოლი მნიშვნელოვანი ფერმენტის გამოყოფას უშლის ხელს
ქალაქ ლინჩებინგის (შვედეთი) უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება ტვინის შუბლის ნაწილში განსაკუთრებული ფერმენტის გამოყოფის რაოდენობას ამცირებს. სპეციალისტების აზრით, ეს სიმართლე დიდ როლს შეასრულებს ალკოჰოლიზმისგან განთავისუფლებაში.

"დასახელებული ფერმენტი, PRDM2 მანამდე ონკოლოგიური დაავადებების კონტექსტში შეისწავლებოდა, მის ფუნქციონირებაზე თავის ტვინთან მიმართებაში კი არაფერი ვიცოდით" - ჰყვება კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი მარკუს ჰაილიგი.

მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანებს, თვის ტვინის შუბლის ნაწილში დარღვევები აქვთ, თუმცა აქამდე მექანიზმების ბიოლოგიური პრინციპი დაუდგენელი იყო.

აღნიშნული დაღღვევა, წარმოქმნილ იმპულსებს კონტროლს
აკარგვინებს.

"ფერმენტი PRDM2 აუცილებელია ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალების ეფექტურად გადაცემისთვის. როცა მისი რაოდენობა ძალიან მცირდება, უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნილ იმპულსებს მართავენ, ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ" - აღნიშნავს პროფესორი ჰაილიგი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS