ვიდრე სასმელს მოამზადებთ, უნდა მოამზადოთ კურკუმის პასტა.
იგრედიენტები პასტისთვის:
¼ ფინჯანი კურკუმის ფხვნილი.
½ ჭიქა გაფილტრული წყალი.
½ ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში, კარგად აურიეთ და საშუალო ცეცხლზე შეათბეთ. ურიეთ, ვიდრე სქელ პასტას არ მიიღებთ. პასტა შეაგრილეთ და შედგით მაცივარში.
სასმელი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
ინგრედიენტები:
¼ ჩაის კოვზი კურკუმის პასტა.
1 სადილის კოვზი ქოქოსის
1 ფინჯანი ნუშის რძე.
1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.
მომზადების წესი:
თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი მოატავსეთ ქვაბში და კარგად აურიეთ, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და განუწვეტლივ ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ გადაასხით ფინჯანში და დაუმატეთ თაფლი - სასმელი მზადაა.
გამოყენების წესი:
დალიეთ ყოველდღე ერთი ფინჯანი - შედეგს მალე იგრძნობთ.
სოფიო ბულაური