01 სექტემბერი, 2016
შეანელეთ დაბერების პროცესი - ეს სასმელი ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ
დაბერების პროცესის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მისი შენელება შეიძლება. სასმელი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, რაც შეიძლება დიდიხანს შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

ვიდრე სასმელს მოამზადებთ, უნდა მოამზადოთ კურკუმის პასტა.

იგრედიენტები პასტისთვის:

¼ ფინჯანი კურკუმის ფხვნილი.
½ ჭიქა გაფილტრული წყალი.
½ ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში, კარგად აურიეთ და საშუალო ცეცხლზე შეათბეთ. ურიეთ, ვიდრე სქელ პასტას არ მიიღებთ. პასტა შეაგრილეთ და შედგით მაცივარში.

სასმელი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ინგრედიენტები:

¼ ჩაის კოვზი კურკუმის პასტა.

1 სადილის კოვზი ქოქოსის
ზეთი.

1 ფინჯანი ნუშის რძე.

1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი მოატავსეთ ქვაბში და კარგად აურიეთ, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და განუწვეტლივ ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ გადაასხით ფინჯანში და დაუმატეთ თაფლი - სასმელი მზადაა.

გამოყენების წესი:

დალიეთ ყოველდღე ერთი ფინჯანი - შედეგს მალე იგრძნობთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS