გაიგეთ რატომ:
1. კუჭის მჟავა
კუჭი მარილიან მჟავას შეიცავს. ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მისი კონცენტრაცია ნორმაში იყოს. როცა ნორმაზე ნაკლებია, საკვები სრულყოფილად არ მუშავდება და კუჭის კედლებს ჭამს. ყავა ცალიელ კუჭზე სწორედ ამ პრობლემას წარმოშობს, რადგან მარილიანი მჟავას კონცენტრაციას ზრდის. ყავის უზმოზე დალევა დიდი რისკია.
2. ღელვა
როცა ენერგიულ სასმელს ცარიელ კუჭზე სვამთ,
3. გაუწყლოება
როგორც ექიმი ადამ სიმონი ჰყვება, დილით უზმოზე ყავის დალევის ჩვევის გამო, სხეულიდან იმაზე მეტი რაოდენობით სითხე გამოიყოფა, ვიდრე ჩვეულებრივ. ჭიქა ყავის შემდეგ ჩვეულებრივზე მეტად გაიოფლებით და ისიც ცნობილია, რომ ყავა შარდმდენი საშუალებაა.
მეტი უსაფრთხოებისთვის, ყავის დალევამდე, უმჯობესია ჭიქა წყალი მაინც დალიოთ.
4. მადის დაკარგვა
ადამიანები, რომლებიც დილას ყავით იწყებენ, თითქმის არასდროს საუზმობენ. მიუხედავად იმისა, რომ "ყავის დიეტა" ახდუნებს, საუზმე ყველას სჭირდება, მნიშვნელოვანი პროცესია და თუ მას გამოტოვებთ, გახდომას ნამდვილად ვერ შეძლებთ.
როდის უნდა დალიოთ ყავა?
მეცნიერები, ყავის დასალევად დღის განმავლობაში იდეალურ დროს, დილის - 10 სთ-ს ასახელებენ.
და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ვიდრე დილით ყავის დალევას გადაწყვეტთ, ცოტაოდენი საუზმე მაინც მიირთვით და ყავას მხოლოდ ამის შემდეგ დასჯერდით.
ლეა ხიმშიაშვილი