29 სექტემბერი, 2013
თუ შაკიკმა შემოგიტიათ
ხშირად თავის ტკივილი ყუჩდება თაფლის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ თავის ტკივილი არ მოგეხსნათ, კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი მიიღეთ, იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილსაც შველის ემოციები, შიში, მღელვარება - ახდენს შაკიკის პროვოცირებას. ასაკთან ერთად, საერთოდ, შაკიკის შეტევები იკლებს. როგორც წესი, 60 წლის ასაკიდან შაკიკი ქრება - ალბათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ადამიანი უფრო მშვიდი ხდება და უკეთესად ეგუება გარემო პირობებს.

ბევრ შემთხვევაში შაკიკის თავიდან აცილებას ხელს უწყობს თაფლი - ყოველი ჭამის დროს
ორი ჩაის კოვზი. თავის ტკივილის შეჩერების დროსაც უნდა მიირთვათ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ორგანიზმი მას სწრაფად ითვისებს.

ხშირად თავის ტკივილი ყუჩდება თაფლის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ თავის ტკივილი არ მოგეხსნათ, კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი მიიღეთ, იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილსაც შველის.

ხალხურ მედიცინას შედეგიანად მიაჩნია აგრეთვე შაკიკის მკურნალობაში ვაშლის ძმრის გამოყენების ერთ-ერთი წესი - ორთქლის აბაზანა. ცეცხლზე დადგით ჯამი, რომელშიც ასხია ვაშლის ძმრისა და წყლის თანაბარი ნარევი.

დაელოდეთ, სანამ ნელ დუღილს დაიწყებდეს. როცა ორთქლი აუვა, თავი დახარეთ ჯამზე და ასე იყავით, სანამ ორთქლი ცოტად თუ ბევრად ინტენსიური იქნება. ორთქლი ორი წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ. როგორც წესი, ამის შემდეგ თავის ტკივილი ქრება.

თუ ტკივილმა ხელახლა შემოგიტიათ, მაშინ ორჯერ უფრო სუსტი იქნება. ასეთ ორთქლის აბაზანას შეუძლია შეცვალოს თავის ტკივილის აბები.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS