24 აგვისტო, 2016
გაიყუჩეთ ტკივილი 15 წუთში - მოერიეთ სახსრების ანთებას
ეს ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ გაიყუჩოთ ტკივილი ართრიტის, ბურსიტის ან პოდაგრის გამწვავების დროს.

ინგრედიენტები:

¼ ფინჯანი თბილი ზეითუნის ზეთი.
1 სადილის კოვზი დაფხვნილი კაიენის წიწაკა.

მომზადების წესი:

თბილ ზეითუნის ზეთში ჩაყარეთ კაიენის წიწაკა, მოურიეთ და წაისვით მტკივან სახსრებზე. გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მართალია, შვებას პირველი გამოყენებისთანავე იგრძნობთ, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის კარგი იქნება, თუ პროცედურას დღეში 2-3-ჯერ გაიმეორებთ.

შენიშვნა: ნაზავის წასმის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ წვა. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ფრთხილად იმოქმედეთ, ნაზავის წასმისას ერთჯერადი ხელთათმანები
ჩაიცვით.

ყურადღებით იყავით, რომ ხელი თვალში არ ამოისვათ ან ნაზავი ღია ჭრილობაზე არ წაისვათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რუსიკო
კაიენის ციცაკა რომელია
00:34 / 02-04-2017
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კაიენის წიწაკა რომელია?
00:17 / 15-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS