23 აგვისტო, 2016
პროდუქტი, რომელიც სიმსივნის წარმოქმნას უშლის ხელს
კონეკტიკუს უნივერსიტეტის მკვლევრები კაკლის მკურნალ თვისებებს ამტკიცებენ.

ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კაკალს სიმსივნური წარმონაქმნების განადგურება შეუძლია.

კვლევების პროცესში, ასევე გამოჩნდა, რომ კაკალი კოლორექტალური კიბოს წარმოქმნის რისკს ამცირებს. ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა, ისინი ყოველდღე მიირთმევდნენ კაკალს და გამოვლინდა, რომ ნაწლავის სიმსივნე მათში იშვიათად ვლინდებოდა.

კაკალი პრობიოტიკის როლს თამაშობს. ის ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობაზე ახდენს გავლენას და ამ გზით აღმოფხვრის კიბოს წარმოქმნას.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიმსივნური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია მიირთვათ დღეში 15 გრ ნებისმიერი კაკალი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS