23 აგვისტო, 2016
დღეში ერთი ცალი მოხარშული კვერცხი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს
ადამიანის ჯანმრთელობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარემო, სტრესი, არასწორი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი უამრავი დაავადების გამომწვევია. მათგან ერთ-ერთი დიაბეტია, სერიოზული დაავადება, რომელიც სისხლში შაქრის დონის მატების მიზეზია.

დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

მეორე ტიპის დიაბეტი, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მატარებელი მთელი ცხოვრება უნდა იცავდეს დიეტას და აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე.

ჩვენ გთავაზობთ ბუნებრივ საშუალებას, რომელიც სისხლში შაქრის დონეს შეამცირებს.

დაგჭირდებათ:

კვერცხი

ძმარი

წყალი

1. მოხარშეთ კვერცხი კარგად (სასურველია საღამოს). გაასუფთავეთ და ჩანგალი რამდენჯერმე ჩაარჭეთ.

2. ძმარი ღრმა თეფშში ჩაასხით და კვერცხი მასში მოათავსეთ. ძმარი კვერცხს ბოლომდე უნდა ფარავდეს. გააჩერეთ მთელი ღამით.

3. კვერცხი დილით მიირთვით და ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული ჭიქა წყალი დააყოლეთ.

ამ პროცედურის ყოველდღე გამეორებით, სისხლში შაქრის მომატებას დაივიწყებთ. მეთოდი ყოველგვარი ძვირადღირებული მედიკამენტების გარეშე მოგიგვარებთ პრობლემას და თვითშეგრძნებასაც გაგიუმჯობესებთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS