წყალი ჭამის პროცესში
წყალი ჭამამდე:
1. წყალი ჭამამდე კარგად ჯერდება ორგანიზმში და წვავს კალორიებს, რომლებიც ჭამის დროს გროვდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კუჭის წყლით შევსებით ბევრ საკვებს ვეღარ შეჭამთ.
ხოლო ჭამის პროცესში, ნაცვლად სხვა ტკბილი სასმელებისა, წყლის დალევით თქვენს სხეულს ზედმეტი კალორიებისგან დაიცავთ და ფიგურას შეინარჩუნებთ.
2. ჭამამდე ჭიქა წყალი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, ლიმფურ სისტემას უნარჩუნებს
3. წყალი ორგანიზმს ატენიანებს. ძილის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი დეჰიდრირებულია, ამიტომ საუზმემდე წყლის დალევა აუცილებელია.
ჭამამდე ჭიქა წყლის დალევა დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლაში და მთელი დღის განმავლობაში ენერგიით გავსებთ.
წყალი ჭამის შემდეგ
წყალი მონელებაში ეხმარება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წყალი ხელს უშლის საჭმლის კარგად მონელებაში. ბოლო კვლევებმა კი აჩვენა, რომ პირიქით, სწორედ წყალი ეხმარება საჭმლის სრულფასოვან მონელებას. გარდა ამისა, ჭამის შემდეგ წყლის დალევა ორგანიზმს საჭირო ნივთიერებების უკეთ გათავისებაში უწყობს ხელს.
საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შემთხვევაში, ყოველთვის იქნებით ტონუსში და კარგ განწყობაზე.
ლეა ხიმშიაშვილი