ქალი ჰყვება, რომ ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა და მასთან ბრძოლა წარუმატებლად სრულდებოდა. როცა სასწორმა 120 კგ უჩვენა, მაშინ გადაწყვიტა, რომ ჯანრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო ზომები სასწრაფოდ უნდა მიეღო, ჩვეულებრივი დიეტა კი მას ვერ უშველიდა.
გასახდომად გოგონამ საკუთარი წესები შეადგინა, ასე ჩამოყალიბდა გახდომის საავტორო მეთოდიკა "მინუს 60".
გთავაზობთ ეკატერინა მირინოვას სისტემას
1. აუცილებელია, მსუბუქი და სრულფასოვანი საუზმე, რათა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა მოხდეს;
3. შოკოლადი მხოლოდ შავი.
4. საუზმედ, მხოლოდ ხორბლის პური, ვახშმად კი ჭვავის პურის მცირე ნაჭერი (ყოველგვარი ხორციანი და თევზიანი კერძის გარეშე).

5. კარტოფილი და მაკარონი შეგიძლიათ საუზმეზე ნებისმიერ ბოსტნეულთან და ცოტა ყველთან ერთად მიირთვათ.
6. ვახშმის გამოტოვება არ არის საჭირო, მაგრამ ეცადეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მიირთვათ. მიიღეთ მაქსიმალურად მსუბუქი საკვები - ხაჭო, ბოსტნეული... ქათამი და თევზი - პურისა და გარნირის გარეშე.
7. დალიეთ იმდენი, რამდენიც გსურთ (ფანატიზმის გარეშე).
8. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა - ყოველდღე.
9. მნიშვნელოვანია, ვარჯიშის დროს არ გადაიტვირთოთ ზედმეტად: სპორტი სასიხარულო უნდა იყოს.
10. თვითმასაჟი ნებისმიერი ვარჯიშის ეფექტს აძლიერებს.
11. ზედმეტად დიდ გეგმებს ნუ დაისახავთ: მიზნისკენ ნელ-ნელა გაემართეთ.
12. ყველაზე მთავარი: ჩვევების შეცვლა დღეიდან დაიწყე!
ნახევარ წელში ეკატერინა მირიმანოვამ 120 კგ-დან 60 კგ-ზე ჩამოსვლა შეძლო. ეს ყველაფერი კი ყოველგვარი შიმშილის, ლიპოსაქციისა და გახდომის რაიმე განსაკუთრებული ხერხების გარეშე.

დღეს ეკატერინას გახდომის მეთოდიკა "მინუს 60" ძალიან პოპულარულ მეთოდად იქცა.
ლეა ხიმშიაშვილი