18 აგვისტო, 2016
რა უნდა იცოდეთ ოქროსფერი სტაფილოკოკების შესახებ: სახლში მოსამზადებელი საშუალებები, რომლებიც ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
მესტიცილინი - მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკია. ბაქტერია ადამიანის კანქვეშ ცხოვრობს და განსაკუთრებულ პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ რაიმე მიზეზით ფიზიოლოგიური ბარიერის დაძლევის დროს ორგანიზმში აღწევს (სეზონური იმუნიტეტის დაქვეითების დროსაც კი) და მისი სერიოზული დაინფიცირება შეუძლია.

ინფექცია კანზე ფურუნკულის, ნაჭრილობევის ან ციმბირული წყლულის სახით ვლინდება.

Rating
სტაფილოკოკი - ხშირად მოსდევს ოპერაციის შემდგომ ნაკერებს, გახსნის ჭრილობებს, დამწვრობას... ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლოა პნევმონია, მენინგიტი, ოსტეომიელიტი ან ინფექციური გასტროენტერიტი გამოიწვიოს. ადამიანის ნებისმიერი ორგანოს დაზიანება შეუძლია.

როგორ უმკურნალოთ სტაფილოკოკს

ოქროსფერი სტაფილოკოკების სამკურნალოდ არსებობს ხალხური
მეთოდები, რომლებიც ანტიბიოტიკებთან ერთად ბაქტერიას ებრძვის:

1. გარგარი და შავი მოცხარი

დილით უზმოზე მიირთვით შავი მოცხარითა და გარგრით დამზადებული 500 გრ პიურე. სასარგებლო პიურე კლავს ავთვისებიან ბაქტერიებს, მოქმედებს, როგორც მსუბუქრი ანტიბიოტიკი.

2. ასკილი

მკურნალობის მთელი კურსის მანძილზე, დღეში ორჯერ დალიეთ 100 მლ ასკილის ნაყენი, მდიდარია C ვიტამინით.

3. ვაშლის ძმარი

2 ს.კ ვაშლის ძმარი გააზავეთ 200 მლ წყალში და გაიკეთეთ საფენები, ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფურუნკულთან ბრძოლისას.

4. ჩაის ხის ზეთი - ნებისმიერ მიკროორგანიზმთან და სოკოვან დაავადებასთან ბრძოლის შეუცვლელი წამალი. მთავარია
გამოიყენოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ზეთი.

5. ნიორი

იმუნური სისტემის გასაჯანსაღებლად, ანტიბიოტიკების შემოსვლამდე, წლების განმავლობაში ნიორს გამოიყენებდნენ.
გამოჯანმრთელებისთვის ცოტახნით უსიამოვნო სუნსაც აიტანთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ინფექცია დროულად გამოდევნოთ ორგანიზმიდან და დროული მკურნალობა ჩაიტაროთ.

Rating
პროფილაქტიკისთვის, ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის დროს, არ დაუშვათ სხვისი პირადი ჰიგიენის საგნების გამოყენება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS