აშშ-ს მკლევრებმა გადაწყვიტეს, ყველაზე მავნე სასმელი აღმოეჩინათ. გაირკვა, რომ ეს რძიანი კოქტეილია.
როგორც მიიჩნეოდა, ბავშვების საყვარელი რძიანი კოქტეილი სასარგებლო სულაც არ ყოფილა, მეტიც - საზიანოა. საქმე ძალიან დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმის შემცველობაშია.
სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ათასობით მოხალისის მონაწილეობით ჩაატარეს. მათ რძიანი კოქტეილი შოკოლადით შესთავაზეს და აღმოჩნდა, რომ მსგავსი სასმელები ბავშვებზე ნარკოტიკივით მოქმედებს. დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია სიამოვნებაზე.
ერთი ჭიქა სასმელი, ზრდასრული ადამიანისთვის 24 საათის საკმარ კალორიას შეიცავს.
ლეა ხიმშიაშვილი