26 სექტემბერი, 2013
მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად. მითი თუ რეალობა?
ეს არ გახლავთ სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც მისი გამოყენების ოპტიმალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებმა ნამდვილად დაადგინა მწვანე ყავის ცხიმების დაწვის თვისება ბოლო დროს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გახდომის ახალ, უნიკალურ და მარტივ საშუალებაზე – მწვანე ყავაზე. მართლაც, ეს საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკური სასმელია, რომელსაც სხვადასხვა დადებითი თვისება აქვს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს მისი უნიკალური ცხიმის წვის თვისება.

მწვანე ყავის თვისებები

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მწვანე ყავის სარგებლობა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან დიდია, თუმცა
მისი ზომიერი გამოყენების შემთხვევაში. ის მდიდარია ქლოროგენური მჟავებით, არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამ უკანასკნელის წყალობით ორგანიზმიდან იდევნება თავისუფალი რადიკალები. საერთო ჯამში, მწვანე ყავაში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე წითელ ღვინოსა და შავ ყავაში. ყველაფერთან ერთად, ამ სასმლის შემადგენლობაში არის A, B, ჩ და E ჯგუფის ვიტამინები და 1200-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.

მწვანე ყავა გასახდომად

ამ სასმელს მართლაც შეუძლია დაგაკლებინოთ წონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად და ზომიერად მიიღებთ. ეს არ გახლავთ სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც მისი გამოყენების ოპტიმალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებმა ნამდვილად დაადგინა მწვანე ყავის ცხიმების დაწვის თვისება. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი, ან უმჯობესია 2 დღეში ერთხელ, თანაც დღის განმავლობაში – ეს გახლავთ მწვანე ყავის მიღების ოპტიმალური დოზა. საღამოს ამ სასმლის მიღებას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. ასევე არ არის რეკომენდებული ამ სასმლის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანებისთვის მაღალი არტერიული წნევით.

მწვანე ყავა აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით კოფეინი შედის, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა წონაში დასაკლებად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ყავის ზომიერ მიღებას შეუთავსებთ ვარჯიშს. 

მწვანე ყავა: დადებითი და უარყოფითი თვისებები

იხილეთ ვრცლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
დათო
მწვანე ყავის მარცვლების ექსტრაქტის კაფსულები, წარბწონიანებისთვის და მათ შორის დიაბეტით დაავადებულთათვის 21-ე საუკუნის ყველაზე ეფექტური გასახდომი საშუალება!! მიიღეთ სასურველი წონა უმოკლეს დროში. მწვანე ყავის მარცვლები ექსტრაქი არის ბუნებრივი პრეპარატი და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ერთ კოლოფში არის 60 კაფსულა ფასი 100 ლარი. მობ :555 406 854
03:17 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
tiniko
sad sheicleba vikido
21:24 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სად ვიყიდო მწვანე ყავა? თან ხსნადი?
12:00 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS