08 აგვისტო, 2016
კიტრი და კვერცხის ცილა - დაიბრუნეთ ახალგაზრდობა
ასაკის მატებასთან ერთად კანი ელასტიკურობას კარგავს და ეკიდება. რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება, მაგრამ თქვენს კანს ადვილად დაუბრუნებს ელასტიკურობას და ღრმა ნაოჭებს ნაკლებშესამჩნევს გახდის.

პირველი ინგრედიენტი გახლავთ კვერცხის ცილა. ის ძალიან სასარგებლოა და ჭიმავს კანს.

მეორე ინგრედიენტია კიტრი, რომელსაც კანის რეგენერაციის უნარი აქვს. გარდა ამისა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებით.

მომზადების წესი:

კიტრი გარეცხეთ და ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნახევარი დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. როცა პიურეს კონსისტენციის მასას მიიღებთ, გადაწურეთ. წვენი გადაასხით.
სქელ მასას კი კვერცხის ცილა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

გამოყენების წესი:

მიღებული მასა წაისვით იმ მონაკვეთებზე, სადაც კანის დაჭიმვა გინდათ. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

უკეთესი შედეგის მისაღწევად, სასურველია ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Ir ina
Kitris meore naxevari vchamot?
20:13 / 19-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS