შემოგთავაზებთ მარტივ ხალხურ რეცეპტს, რომელიც სულ რაღაც ორი ინგრედიენტისგან შედგება.
ეს რეცეპტი გამოგადგებათ როგორც ჰიპერთირეოზის, ისე ჰიპოთირეოზის დროს.
ინგრედიენტები:
40 ცალი ნედლი კაკალი.
1 კილოგრამი ნატურალური თაფლი.
მომზადების წესი:
ნედლი კაკალი (მწვანე ნაყოფი მთლიანად) კარგად გარეცხეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ კარგად გაშრეს. შემდეგ დანით დაჭერით, ჩაყარეთ ქილაში და თაფლი დაასხით. ქილას თავზე არ დაახუროთ. დადგით ისეთ ადგილას, რომ მზის სხივები მოხვდეს.
გამოყენების წესი:
მიიღეთ ორი სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
სოფიო ბულაური