08 აგვისტო, 2016
ამას ექიმისგან ვერასდროს გაიგებთ, აღიდგინეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მხოლოდ ორი ინგრედიენტით
ყველამ კარგად იცის, რომ ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანისზმის საერთო ჯანმრთელობისთვის.

შემოგთავაზებთ მარტივ ხალხურ რეცეპტს, რომელიც სულ რაღაც ორი ინგრედიენტისგან შედგება.

ეს რეცეპტი გამოგადგებათ როგორც ჰიპერთირეოზის, ისე ჰიპოთირეოზის დროს.

ინგრედიენტები:

40 ცალი ნედლი კაკალი.

1 კილოგრამი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

ნედლი კაკალი (მწვანე ნაყოფი მთლიანად)  კარგად გარეცხეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ კარგად გაშრეს. შემდეგ დანით დაჭერით, ჩაყარეთ ქილაში და თაფლი დაასხით. ქილას თავზე არ დაახუროთ. დადგით ისეთ ადგილას, რომ მზის სხივები მოხვდეს.
გააჩერეთ 40 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით შუშის ბოთლში.

გამოყენების წესი:

მიიღეთ ორი სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
nina
მწვანე კაკალი ბევრ იოდს შეიცავს.იოდის მეტობა ანუ ჰიპერთიროიდი ვისაც აქვს არ შეიძლება.
23:26 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ცირა-ს
წერია რომ "ნედლი კაკალი (მწვანე ნაყოფი მთლიანად) კარგად გარეცხეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ კარგად გაშრეს. შემდეგ დანით დაჭერით"-ო და მაგარ ნაყოფს როგორ დაჭრი დანით მაინტერესებს ძალიან!!!!!!!
23:09 / 13-12-2016
გამოხმაურება / 1 /
ნელი
ახლად შემოსულიმწვანე კაკალი რბილია და დანით დაჭრი.ეხლა ვაკეთებ მეც.
23:31 / 31-05-2020
მაია
რამდენი ხანი უნდა მიიღოს ადამიანმა? სანამ ულუფა ამოიწურება ტუ სისტემატიურად?
18:25 / 24-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ცირა
კაკალი როგორი უნდა იყოს გამაგრებული თუ რბილი. გთხოვთ მომწეროთ
22:58 / 24-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
აქვს თუ არა მნიშვნელობა ჩიყვი რა ფორმაშია
23:09 / 18-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
ამერიკული კაკალი ვარგა?
22:41 / 16-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მე იოდის მეტობა მაქვს... ჩემს შემთხვევაშიც თუ შეიძლება ამ რეცეპტით სარგებლობა?
20:57 / 09-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ნედლი როგორი ..სულ პატარა??
14:20 / 09-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა შემთხვევაში გამოიყენება ნეტა, ჯირკვალსი გადიდების თუ შემცირებისას.
11:11 / 09-08-2016
გამოხმაურება / 0 /
tiko
Exla ivargebs kakali rom gavaketo
10:03 / 09-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS