08 აგვისტო, 2016
დალიეთ 4 ჭიქა წყალი დილით - იაპონელთა ჯანმრთელობის საიდუმლო
იაპონელი უხუცესების ჯანმრთელობას მთელი მსოფლიო შენატრის. თუმცა მათი საიდუმლო ძალიან მარტივია - ყოველ დილით უნდა დალიოთ წყალი.

იაპონურმა სამედიცინო ასოციაციამ დაადასტურა დილით წყლის სმის გამაჯანსარებელი ეფექტი. ეს მეთოდი შველის თავის ტკივილს, გულის პრობლემებს, ბრონქიტს, საჭმლის მონელების სისტემას და სხვა დაავადებებს.

მაშ ასე:

1. უზმოზე დალიეთ 4 ჭიქა წყალი - ეს აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი გაწმენდისათვის.

2. წყლის დალევიდან 45 წუთის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ. კბილების გაწმენდა შეიძლება.

3. წყლის დალევიდან 45 წუთის შემდეგ ისაუზმეთ - გაითვალისწინეთ: თუ წყლის
სმას ჯანსაღ საკვებსაც მიახმართ, ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.

4. საუზმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

თუ ერთბაშად 4 ჭიქა წყლის დალევა არ შეგიძლიათ, თავს ძალას ნუ დაატანთ. დაიწყეთ 1-2 ჭიქით. მალე თავს უკეთ იგრძნობთ და დოზის გაზრდას თავად მოისურვებთ.

ბლომად წყლის სმა მხოლოდ აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას. ეს იაპონური მეთოდი ერთი თვის განმავლობაში მოგიწესრიგებთ არტერიულ წნევას, შაქრის დონეს, 10 დღეში დაგავიწყებთ გასტრიტს და გამოდევნის ტოქსინებსა და შლაკებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS