05 აგვისტო, 2016
სუფთა და გლუვი კანი - ლიმონი და საკვები სოდა სილამაზისთვის
თუ გსურთ სახის კანიდან მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ზედმეტი ცხიმი და ლაქები, გაიკეთეთ ლიმონის წვენისა და საკვები სოდის ნიღაბი.

ეს კომბინაცია ძალიან კარგია კანის დეზინფექციისთვისაც. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი კანი უფრო გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

აურიეთ ერთმანეთში 2 სადილის კოვზი საკვები სოდა და 2 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი, დაასხით ¼ ფინჯანი ლიმონის წვენი და კვლავ აურიეთ.

სახე კარგად დაიბანეთ და ფრთხილად წაისვით მიღებული მასა ოდნავ ტენიან კანზე. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS