05 აგვისტო, 2016
მუხლის ტკივილი გაწუხებთ? - ეს ზეთი ტკივილს რამდენიმე დღეში მოგიხსნით
აბუსალათინის ზეთს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაშიც და კოსმეტოლოგიაში. მას დიდი შესაძლებლობები აქვს.

გაგიზიარებთ ერთ-ერთი ამერიკელი ქალბატონის გამოცდილებას, რომელმაც აბუსალათინის ზეთის დახმარებით რამდენიმე დღეში მოირჩინა მუხლის ტკივილი.

აბაუსალათინის ზეთი ძალიან ეფექტურია განსაკუთრებით ართრიტის სამკურნალოდ.

ამერიკელი ქალბატონი ტკივილის გასაყუჩებლად ძილის წინ მუხლზე იდებდა აბუსალათინის ზეთში დასველებულ ბამბას, შემდეგ ცელოფნით იხვევდა და იტოვებდა მთელი ღამით.

ქალბატონი ირწმუნება, რომ ტკივილმა რამდენიმე დღეში გაუარა.

აბუსალათინის ზეთს, როგორც აღვნიშნე ფართო შესაძლებლობები აქვს. მათ შორის:

აყუჩებს კუნთების ტკივილს:

კუნთების ტკივილის დროს გამოიყენეთ
იგივე პროცედურა, რომელიც მუხლების ტკივილისთვისაა განკუთვნილი, ოღონდ დროს ხანგრძლივობა 45 წუთამდე შეამცირეთ.

შველის უძილობას

ძილის წინ ქუთუთოებზე ცოტაოდენი აბუსალათინის ზეთი წაისვით - თვალები მოდუნდება და უკეთ დაგეძინებათ.

შველის დახეთქილ ქუსლებს

დახეთქილი ქუსლები, ესთეტიკას რომ თავი დავანებოთ, მტკივნეულია. აბუსალათინის ზეთი ეფექტურად ატენიანებს და კანს.

ძილის წინ ქუსლებზე აბუსალათინის ზეთი წაისვით და ბამბის ქსოვილის წინდები ჩაიცვით.

შველის გაუვალობას

აბუსალათინის ზეთი საუკეთესო საშუალებაა გაუვალობის სამკურნალოდ. საკმარისია დილით უზმოზე ერთი ჩაის კოვზი მიირთვათ და პრობლემას მალევე მოაგვარებთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS