ადამიანის ორგანიზმში კანი ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც შინაგან ოგანოებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს.
პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მას ემუქრება - შეიძლება განვითარდეს კანის კიბო ან მელანომა.
ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად სასურველია მიირთავთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ბუნებრივ SPF-ფაქტორს შეიცავს.
ამის წყალობით უფრო ადვილია ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი
ასევე, იცავს კანს სიწითლისა და ანთებითი პროცესის განვითარებისგან.
ასეთი პროდუქტია:
იისფერი ხილი და ბოსტნეული - ბადრიჯანი, შავი მოცხარი, მოცვი, ლურჯი მოცვი, შავი ყურძენი, ლეღვი.
ნარინჯისფერი და მუქი მწვანე პროდუქტი - ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ბროკოლი, ისპანახი.
ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აფერხებენ თავისუფალი რადიკალების გარდაქმნას.
თუმცა, მხოლოდ რაციონი საქმეს ვერ უშველის. აუცილებლად უნდა დაიცვათ მზეზე ყოფნის რეჟიმი და შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისი მზისგან დამცავი კრემი.
სოფიო ბულაური