01 აგვისტო, 2016
აიმაღლეთ იმუნიტეტი 15 წამში - არ შეგეშინდეთ ყინულიანი წყლის
სპეციალისტებმა იმუნიტეტის ასამაღლებელ უსწრაფეს მეთოდს მიაგნეს. შეიძლება ბევრს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სულ რაღაც 15 წამში შეგიძლიათ, გასაოცარ შედეგს მიაღწიოთ.

თუ დაბალი იმუნიტეტი გაქვთ, ხშირად ცივდებით, გრიპისა და ალერგიისაგან იტანჯებით, სცადეთ ეს მარტივი მეთოდი.

აავსეთ თასი ცივი წყლით, ჩაყარეთ ყინულის ნატეხები და ჩაყავით ფეხები 15 წამით, შემდეგ პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ და შალის წინდები ჩაიცვით.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თუ ამ პროცედურას ყოველდღე გაიმეორებთ, იმუნური სისტემა მაშინვე დაიწყებს გაუმჯობესებას და დროთა განმავლობაში დაავადებები ვეღარ
მოგერევათ.

რაც მთავარია, პროცედურის დროს გაციების არ უნდა შეგეშინდეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS