შეგიძლიათ ქიმიური კოსმეტიკური საშუალებები ბუნებრივი ინგრედიენტებით ჩაანაცვლოთ.
გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც ნაოჭებთან ერთად სიბერის სხვა ნიშნებსაც ამცირებს და ასუფთავებს კანს.
ინგრედიენტები:
2 პაკეტი მწვანე ჩაი.
1 სადილის კოვზი ალოე ვერას გელი.
1 ფინჯანი წყალი.
მომზადების წესი:
მწვანე ჩაის პაკეტებს დაასხით ერთი ფინჯანი ცხელი წყალი და გააჩერეთ 5 წუთით. შემდეგ პაკეტები ამოიღეთ და ნაყენი გააგრილეთ. დაუმატეთ ალოე ვერას გელი და კარგად მოურიეთ,
გამოყენების წესი:
ტონიკი ბამბის დისკის დახმარებით წაისვით სახესა და ყელზე, თან კანი ოდნავ დაიზილეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.
ტონიკი გამოიყენეთ საჭიროების მიხედვით.
მწვანე ჩაი კანს მზის მავნე გამისხივებისგან იცავს და მას თავისუფალ რადიკალებს აცილებს.
ალოე ვერა აცხრობს ანთებით პროცესსა და სიწითლეს, ატენიანებს კანს.
სოფიო ბულაური