01 აგვისტო, 2016
კენჭების მოშორებაში ლიმონათის თერაპია დაგეხმარებათ - მკურნალობის გემრიელი მეთოდი
თირკმლებში კენჭების წარმოქმნის რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ხორცს, ბოსტნეულსა და სითხეს კი ნაკლებად მოიხმარენ.

თირკმლებში კენჭების სამკურნალოდ მედიცინა კალიუმის ციტრატს იყენებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლიმონის წვენს ეფექტურად შეუძლია თავიდან აგაცილოთ კენჭების დაგროვება, რადგან მდიდარია ბუნებრივი ციტრატებით. ექიმები ამ მეთოდს ლიმონათის თერაპიას უწოდებენ.

ლიმონმჟავა ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას და შლის წვრილ კენჭებს. პრეპარატის სახით ლიმონმჟავა ცნობილია როგორც კალიუმის ციტრატი და როგორც აღვნიშნეთ, აქტიურად იყენებენ კენჭების საწინააღმდეგოდ. თუმცა დღეში რამდენიმე ცალი უნ
და მიიღოთ და თანაც ძვირი ღირს.

მეთოდი კი, რომელსაც გთავაზობთ, ძალიან მარტივი და იაფია. ის აძლიერებს თირკმლის ფუნქციას და ორგანიზმს თირკმლებიდან კენჭების გამოდევნაში ეხმარება.

ამისთვის საკმარისია ყოველდღე ნახევარი ფინჯანი ლიმონის წვენი დალიოთ.

შეგიძლიათ, ასევე, 60 მილილიტრი ლიმონის წვენი გააზავოთ 120 მილილიტრ წყალში, რომლითაც ლიმონათს ამზადებენ, მიღებული რაოდენობა გაყოთ შუაზე და დალიოთ დღეში ორჯერ დილით და საღამოს.

ამ მეთოდის გამოყენებისას არ უნდა გაწუხებდეთ კუჭის პრობლემები. ხოლო, თუ თირკმლებში კენჭები უკვე გაქვთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

რაც უნდა მარტივი და მისაღები იყოს რეცეპტი, კენჭების არსებობის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია და ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS