21 ივლისი, 2016
რით ვუშველოთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას
ქალები განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდიან ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რადგან ეს დაავადება ვიზუალურადაც უქმნით პრობლემას.

ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამის დადგენა და ტრადიციული მკურნალობა, ცხადია, სპეციალისტის საქმეა. ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მკურნალობაში დაგეხმარებათ და თავიდან აგაცილებთ დაავადების გართულებას.

ინგრედიენტები:

3 სადილის კოვზი ალოე ვერას გელი.
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი სტაფილო.
½ ჭიქა ვაშლის ძმარი.

მომზადების წესი:

მიქსერის ან ბლენდერის საშუალებით ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

მიღებული მასა წაისვით
დაზიანებულ უბნებზე და შეიხვიეთ. გაიჩერეთ ნახევარი საათით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. უკეთესი შედეგის მისაღწევად, სასურველია, ამ ხნის განმავლობაში წამოწვეთ და ფეხები რაიმე მაღალზე შემოაწყოთ.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ია
ამ წამლის ხმარების შედეგად კაპილარები თუ გაქრება?
18:40 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS