მათი ნაზავი ეფექტურად აშორებს სტრიებსა და ნაოჭებს. რაც მთავარია, გელის მომზადება ძალიან მარტივია.
ვიდრე რეცეპტს შემოგთავაზებდეთ, საინტერესოა გავიგოთ, რით არის სასარგებლო თითოეული ინგრედიენტი.
ქოქოსის ზეთი:
ძალიან სასარგებლოა მშრალი კანისთვის.
ატენიანებს კანს.
უზრუნველყოფს ბუნებრივ სიგლუვეს.
აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ალოე ვერა:
ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.
იცავს კანს ნაოჭების, სტიებისა და ლაქების გაჩენისგან.
აცხრობს კანის გაღიზიანებასა და ალერგიულ რეაქციებს.
მაშ ასე, როგორ უნდა მოვამზადოთ ეს საოცარი გელი.
ინგრედიენტები:
113 გრამი ორგანული ქოქოსის ზეთი, მყარი სახით.
113 გრამი ალოე ვერას გელი.
რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი.
მომზადების წესი:
პატარა თასში კარგად აურიეთ ერთმანეთში ქოქოსის ზეთი და ალოე ვერას გელი, ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ დაუმატეთ ეთერზეთი.
მიღებული მასა მოათავსეთ მინის ჭურჭელში და თავზე დაახურეთ. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოყენების წესი:
წაისვით გელი პრობლემურ მონაკვეთებზე. უკეთესი შედეგის მისაღებად, სასურველია პროცედურა აბაზანის მიღების შემდეგ გაიკეთოთ. ამ დროს ფორები გახსნილია და კანი უკეთ შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებებს.
სოფიო ბულაური